სამეცნიერო კვლევის დაკვეთა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების თანამშრომლობას სამეცნიერო მიმართულებით. ეს ინსტიტუტებია:

1. საჯარო მმართველობის და ადმინისტრაციული სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
2. შედარებითი სამართალმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,
3. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი,
4. კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ამდენად, უნივერსიტეტი ფლობს ძლიერ ინტელქტუალურ რესურსს, რომელიც, დაკვეთის შემთხვევაში, საჯარო მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უზრუნველყოფს ხარისხიანი სამეცნიერო/კვლევითი მომსახურების განხორციელებას.

ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა

თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 |
ტელ: (+995 32) 2384406;
ფაქსი: (+995 32) 2384406