საჯარო სამსახურის ვირტუალური საკონსულტაციო ცენტრი
პროექტს ახორციელებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების ბაზაზე არსებული საჯარო სამსახურის ვირტუალური საკონსულტაციო ცენტრი.
პროექტის მიზნები:
• სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტების აქტიური ჩართულობა საჯარო მმართველობის განხორციელებაში.
• საჯარო სექტორისათვის კვალიფიციური რჩევების/რეკომენდაციების შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამეცნიერო კვლევების განხორციელება
• ინსტიტუციონალური მუშაობის სინქრონიზაცია
პროექტის განხორციელება:
სავალდებულო სასწავლო კომპონენტის სახით, ორი სემესტრის განმავლობაში, სტუდენტებისათვის შეთავაზებული იქნება „პრაქტიკული კურსი“. ამ კურსის ფარგლებში, პროფესორის ზედამხედველობით, სტუდენტები კონსულტაციებს გაუწევენ საჯარო მოსამსახურეებს, საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ აქტუალურ/პრობლემურ საკითხებზე.
ცენტრი კონსულტაციებს გაუწევს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს:
1. ადმინიტრაციულ ორგანოები (ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს).
2. „საჯარო მოსამსახურეები“
ცენტრის ვებ–გვერდის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს, შესაძლებელობა ეძლევათ დასვან საჯარო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული შეკითხვები.
ვებ–გვერდის სტუმარი ავსებს შესაბამის ველს და სვამს პრობლემას/შეკითხვას, რომლის განხილვის დაწყებაზე, დასტურს მიიღებს არაუგვიანეს 24 საათისა. სტუდენტი ვალდებულია, მიღებული შეკითხვის/პრობლემის თაობაზე, გაიაროს კონსულტაცია ცენტრის ადმინისტრატორთან, რომელიც შეამოწმებს პასუხს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამისი დარგის/მიმართულების აკადემიურ პერსონალს.
საჯარო სამსახურის ვირტუალური საკონსულტაციო ცენტრის ვებ-გვერზე შემოსულ შეკითხვებზე/პრობლემებზე პასუხის/რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
შედეგი:
- საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მმართველობის დონეზე, ახალგაზრდების (სტუდენტების) აქტიური და ქმედითი ჩართულობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.
- ადმინისტრაციული ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეების მიერ, ცენტრის სწრაფი, ეფექტური, ხარისხიანი, კომპეტენტური და უფასო კონსულტაციებით სარგებლობა.
- სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს კარიერული ზრდისა და საჯარო მმართველობის განხორციელებისადმი მათ შეგნებულ დამოკიდებულებას.
- სტუდენტის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც შრომის ბაზარზე, მისი კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელია.
- საჯარო მმართველობის სტრუქტურებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო/კვლევით ინსტიტუტებს/დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამრომლობის ფორმირება და განვითარება.
აქტუალური სამართლებრივი აქტები იხილეთ ბმულზე